...

Tuesday, August 11, 2009

მინდა, გავცივდე... არასდროს გდომებიათ, გაცივება? აი, მე მინდა, თანაც სასწრაფოდ. მაშინ მიზეზი ექნებოდა ჩემს უხასიათობას და შემცივნებას აგვისტოში. 

მინდა, ვბოდავდე რაღაცეებს და არ მაღელვებდეს ეს მამაძაღლი ავტოპილოტი, ყველა სიტყვას რომ მიკონტროლებს და არაფერს მათქმევინებს ისეთს, რაზეც მერე თავად ექნებოდა სათქმელი - ხომ გაფრთხილებდი?! 

მინდა, ძალიან მაღალი სიცხე მქონდეს, მთელს სხეულს რომ გწვავს და მხოლოდ თითები გაქვს გაყინული - პრიორიტეტულად ფეხის... ცხადია, ძმრიანი წინდების გამო. საშინელი სუნი რომ აქვს და ნესტოებს გიღიზიანებს! უცხო, ლათინური დასახელებების წამლები არ არსებობდეს საერთოდ, "ასკოფენის" გარდა - დალევიდან ორი საათი საბნიდან ხელები რომ არ უნდა ამოყო და თავი აუზში უფრო გგონია, ვიდრე საწოლში! 

და მოჰქონდეთ ქაფქაფა ჩაი - სიცხის გამო რომ ვერ დალევ და გული დაგწყდება, ისეთი... თეფშზე "პეჩენიად" წოდებული ნამცხვარების გროვაც, რომელსაც ასევე ვერ დააგემოვნებ ყელში გაჩხერილი რეზინის ბურთის გამო. 

და ტელევიზორს ვუყურებდე - ინტერნეტიდან ჩამოქაჩულ ფილმებს კი არა. აი, რომელიმე არხზე რომ გადართავ და შუა წელიდან გააგრძელებ ყურებას, თან გაგისწორდება, რომ ვიღაც ღვთისნიერმა სწორედ ეს ფილმი აირჩია გასაშვებად და არა სხვა! მერე რა, რომ დამძიმებული ქუთუთოების გახელა არცთუ ადვილია. 

მერე შუაღამისას, ჩათვლემილი შუბლზე გრილი ხელის მიდებას, მინდა, ვგრძნობდე და ხმა ჩამესმოდეს, "მოგიკვდი, შვილო, იწვის ბავშვი". 

და მერე ვიტალი ექიმიც მინდა, რომ მოვიდეს. ჰო, ის ექიმი, სულ რომ გაიძახოდა, ლეჩიტ ისკლუჩიტელნო ბაბუშკინიმი სრედსვამიო და ეს მაიმუნი "ბაბუშკინი სრედსტვა" არ ელეოდა. ჰმ, ოციოდ წელიწადია, აღარ მინახავს. 

და მერე მინდა, გამეღვიძოს იქ, სადაც სიცხის გამო სკოლაში არ გიშვებენ და გიხარია... სადაც პუშკინის ან კორნეი-ჩუკოვსკის ზღაპრებს გიკითხავენ იმიტომ, რომ იგივეს თავად თუ ცდილობ, სიტყვები სასაცილოდ ხტუნვას იწყებენ... სადაც სიყვარული არის მარტივი - გახურებულ შუბლზე მოფარებული გრილი ხელი სიცხის გასაგებად. და მეტი არაფერი. აქ იწყება და აქ მთავრდება ყველაფერი. 

11 comments:

Anonymous said...

მეც, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ამის წამკითხველს, საკუთარი "მინდა სიცხე მქონდეს" გამახსენდა :) ვიტალი ექიმისა რა მოგახსენო, დედა მყავს ექიმი და სვაიმი სრედსტვამი მარჩენდა :)))
ამ ცივ აგვისტოს და თან ამ პოსტის კითხვისას მეც ამაძაგძაგა :))

nastasia said...

me zafxulshi civi sagamoebi mindba xolme,gungula jakets ro chaicvam da chrel getrebs da kide chais aidugeb da aivanse dajdebi :)))))))

Sophie שרה Golden said...

მეც მყავდა ექიმი, უბნის ექიმი რომ ერქვა მაშინ, და მოდიოდა ხოლმე ჩემთან. სახელი დამვიწყებია... დიდხანს მჯეროდა, რომ გავიზრდებოდი (3 წლის ვიყავი მაშინ), მხოლოდ მას გავყვებოდი ცოლად...

Asklypiodota said...

სიყვარული მარტივი მხოლოდ მაშინ არის როდესაც არ გტკივა,ეხლავე ვიცი მომენატრებიიიიი უსაშველოოოდ ჩემიანოოო,დანარჩენს კი იქ მოგწერ,აი მხოლოდ შენი როააა:)

Kate said...

ხო, ეგეთი მომენტი მეც მქონია. ნეტავ გაციებული ვიყომეთქი.
სამაგიეროდ, როდესაც გაციებული ვარ, სულ მგონია, რომ ეს ჩემი აღსასრულია და ეგ გაციება მე მომკლავს.

Lalena said...

ლიიიიიიიიიიკ ახლა უფრო მომენატრეეეე :(((

Lalena said...

ლიიიკ შენ რა გეგონა ბავშვობაში?

Lika Kakiashvili said...

მე ბავშვობაში მეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო! :D :D:D:D

Kate said...

"ჭაობისფერი, ანუ ტრილოგიასაც აქვს დასასრული" იყო და რატომ გააქრე???
ნუ მე მაინც წავიკითხე, მაგრამ მაინც.

Lika Kakiashvili said...

ჩემს საღ აზროვნებაში ჩემს მეგობრებსაც კი ეჭვი შეეპარათ და იმიტომ! :))))))))
ბევრი სიმბოლო იყო, დამღლელი! :)

© said...

აუუუ რა მაგარი იყო! მეგონა ჩემს შეგრძნებებს და ნაწერს ვკითხულობდი, ჩემს ფიქრებს - ხანდახან ფიქრებს და ხანდახან შეგრძნებებს!

კარგი იყო, მოკლედ :)

პ.ს. მიხვდი ალბათ, რომ დიდი ხნის წაუკითხავ შენს ძველ პოსტებს დავუარე. და ვიფიქრე, რატომ არ შემოვსულვარ ნეტა ამდენი თვეა? :)