როცა დაკარგავ

Wednesday, February 11, 2009

როცა დაკარგავ, უნდა გაუშვა და დაივიწყო. 

როცა მიხვდები, რომ წარსული არ დაბრუნდება, უნდა მიხვდე იმასაც, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს წარსული თვით მოიგონე არაფრის ქმნისას და, სხვათა შორის, იმ წარსულის მომავალიც შენვე შექმენი. რეალურია მხოლოდ აწმყო დაუნდობელი – შენ ის დაკარგე, რაც არასდროს არ გეკუთვნოდა! 

ნატვრას აყოლა ადვილია, გამოსვლა – ძნელი, მაგრამ საჭირო ჰაერივით, გარდაუვალი. შენივე ხელით გადაიხსნა უნდა ვენები, სისხლი წვეთებად გამოიდინო, რომ განიწმინდო საწამლავისგან და მერე... მერე?!. უსისხლოდ ჩაჭრა ყოველი გზა მისკენ მავალი.

თუ საჭიროა, უნდა სიკვდილს ჩახედო თვალში, იგრძნო სიცივე ნესტიანი, მისგან ნაქროლი, ოღონდ ცოტა ხნით და ხმის წყვეტამდე იღრიალო, რომ ჯერ ადრეა… ჯერ საკმარისად არ გიცხოვრია! სატანის მხევალს დააბარო უნდა ბატონთან, რომ უცილობლად მისი იქნები, ოღონდ... ოდნავ მოგვიანებით. 

ნაცრისფერ დილად გახუნებულ ნაცრისფერ ღამეთ ისე ექნება დასასრული, როგორც ყოველს ცოდვილ მიწაზე - როგორც ოცნებას, საიდანაც ძლივსღა ფხიზლდები… როგორც მის ღიმილს, ძლიერ რომ ჰგავს დამაშვრალის მშველელ სიგრილეს... როგორც ფუჭ იმედს, რომ ვერასდროს წაგართმევენ იმას, რაც, ვაგლახ, თურმე არასოდეს არ გკუთვნებია.

12 comments:

Anonymous said...

შექსპირის სონეტებს გავს.

Lika Kakiashvili said...

ანონიმო, გამოგიტყდები, რომ ჩემსა და შექსპირს შორის მსგავსება მეც შემიმჩნევია - ის გენიალური ადამიანი იყო და მეც, დიახ, ადამიანი გახლავარ. სამწუხაროდ ჩვენს შორის მსგავსება აქ მთავრდება. :) :):)
არადა, რა დასანანია :):):)

ჩორვენი¹³ said...

wow

zalian sasamovnod ikitxeba da saertodac momecona friad da isetia ra rom dagaintrigebs da kitxvebsac rom gagichens :D

Anonymous said...

ქათინაურად თუ მიიღე...
იმას ვგულისხმობდი,წერის მანერა ჰგავს და თანაც ნათარგმნში და არა დედანში.და მარტო შექსპირის გავლენა კი არა,სხვა თანამედროვეთა გავლენაც ატყვია.მსგავსი სიტყვები,წინადადებები,აზრებიც კი..უკვე მოსმენილი თუ წაკითხული,რა თქმა უნდა ძნელია რაიმე ახლის თქმა,მაგრამ აქ ინდივიდუალიზმი არ იგრძნობა.თუმცა ინდივიდუალურ ბინძურ ნაწერებეს მაინც ეს ჯობია.
არ გეწყინოს და წარმატებებს გისურვებ.:)

Lika Kakiashvili said...

ანონიმო, დამეთანხმე, ქათინაურად მაშინ იღებს ადამიანი რამეს, როცა ხვდება, რომ მასში სიმართლის ნამცეცი მაინც არის. შესაბამისად, არა, არ მიმიღია. :) ვიხუმრე, არისტაფან!.. :):):)
რაც შეეხება, წაკითხულს და მოსმენილს... კი, ძნელია რამე ახალი თქვა. თუმცა ამ პატარა რაღაცას რომ ვწერდი, რისთვისაც ჟანრის მიკუთვნებაც გამიჭირდება, წინასწარი ანალიზი არ გამიკეთებია არც სიტყვებისთვის, არც აზრებისთვის. ემოციაა და მეტი არაფერი. ჰოდა, როცა ამ ემოციას საკუთარ თავზე გამოცდი, ისეთი თავზარი გეცემა, ფიქრობ, რომ შენს მეტს მსგავსი არაფერი უგრძვნია, არ უთქვამს, არ დაუწერია და არც გაუგონია. :) :) თუ გქონია ასეთი შემთხვევა, ადვილად მიხვდები, რას ვამბობ, თუ არა და... გულწრფელად გისურვებ, არ განგეცადოს. :)
ბლოგზეც მაგიტომ დავაგდე, რომ ბორბლის აღმოჩენა არ დაებრალებინა არავის! :) წაიკითხავ, დახურავ, მთლად გულქვა არ ყოფილა ეს ადამიანიო, იტყვი და მორჩა :)

უღრმესი მადლობა კომენტარებისთვის :)

მარიამ, ქალი ხარ! :):):)

Alexander said...

ლიკა, მართალია, ვისაც არ განუცდია, ის ალბათ ნაკლებად გაიგებს იმას, რაც ამ პოსტში გიწერია. არ მახსოვს ზუსტად, ასეთი რამ დამიწერია თუ არა (არაა გამორიცხული დამეწეროს კიდეც), მაგრამ ანალოგიური განცდები მეც ნამდვილად მქონია, და კარგი კი ის არის, რომ საკუთარ თავში ამ ყველაფრის შემდეგ რომ ძალას აღმოაჩენ, რომ ასეთი რამ ხმამაღლა თქვა. უცნაური რამაა სიყვარული და თუ სიყვარული არ იცი, მაშინ ვერც დანაკარგს ?შეიგრძნობ ისეთი სიძლიერით, როგორითაც გიყვარდა.
და ბოლოს, არა უბრალოდ გამხნევების მიზნით, არამედ პრაქტიკიდან გეტყვი, რომ უფრო მეტი ოპტიმიზმი, ცხოვრება მაინც მშვენირია, და პირველი არხი აქ არაფერ შუაშია :):):)

Lika Kakiashvili said...

მადლობა, ალექსანდრე, გამახარა შენმა პოსტმა... :) თითოეულ ადამიანში უსაზღვრო რეგენერაციის უნარია. თუ მოძებნი, აუცილებლად იპოვი პატარა ფენიქსს იქ, სადაც ფეთქავს! :):):)
მე ვიპოვე :)

Anonymous said...

lik, sxvisi ar vici, da es mtlianad shenia da aranairi msgavseba araa aravistan. xolo tuki vinme fekrobs (da rogorc vnaxe ertma mogcera kidec) rom ak raime fraza an azri meordeba, gulcrfelad mecodeba radgan mashin axla rasac me vcer esec dasesxeeba cnobili avtorebis kmnilebebidan, vinaidan sitkva aris sitkva da scored erti da imave sitkvebidan gvicevs chveni satkmelis furcelze gadmotana... ise, me leksad cavikitxe ufro, ritma ashkarad vigrzeni da dzalian momecona! XXX

Lika Kakiashvili said...

გაიხარე, თებრო, დიდი მადლობა... ნუ გაუბრაზდები ანონიმს, ბოლოს და ბოლოს, შექსპირის გავლენა დაინახა ადამიანმა, პაჭიკო მეგარმონისა ხომ არა?! :):):) დავაიტე ჟიტ დრუჟნო! :):):):)

P.S. არისტაფან! :D :D

Betty said...

მართლაც ნაცნობი ემოციაა. ამ ემოციის გამოხატვის საუკეთესო ფორმა მოგიძებნია..სხვასაც რომ არ ტოვებს გულგრილს...
წერის მანერა კი...
როგორც ლექსი,რითმულად და ლამაზად იკითხება.. რაც არც ისე ხშირია ჩვენს თანამედროვეობაში..
გამოხმაურებებიც განსხვავებულად უხვსიტყვიანია ..:)
გილოცავ,ზუსტად არ ვიცი რას,მაგრამ მაინც..:)

Anonymous said...

oki dok :) lik, mapatie ra, hom micnob -chemi bunebrivi mdgomareobaa - cota ar ikos da zedmetad ficxi da pirdapiri:))) tumca sackenad ar mitvams. me mapatiet!!:))) aba, arabunebrivi "poza rom damechira" dumilit azrs ver gadmovcemdi, arada sheni sulis aset amodzaxilze, mshvenier, lakonur chanaxatze gachumebac ar shemezlo :) ra vkna egrea!

Lika Kakiashvili said...

გაიხარე, თე :):):)