Wednesday, February 18, 2009
ყველაფერი ცვალებადიაო, ჭკვიან ადამიანს უთქვამს. ვიცი, ვისაც უთქვამს და ზუსტად ასე რომ არ უთქვამს, ისიც ვიცი, მაგრამ აზრი ეგაა, რა.
ჰოდა, იცვლებაო... ჰოდა, ასეა...
მოხდა! ავდექი და განვაახლე უპატრონო მკვდარივით ჩამიწებულ-მიტოვებულ-მივიწყებული ბლოგი და მონოლოგურ თუ მონოლოგურ-დიალოგურ რეჟიმში გადავიჩეხე. არ იდარდოთ, არაფერი წამიმტვრევია! ცოტა შემო-იტირე (!) სტილში კი გამოვიდა ბლოგ-დასაწყისი (”ბლოგ2 – დაბრუნება”! იხილეთ ინტერნეტში იანვრის შუა რიცხვებიდან!), მაგრამ...
ასეა, თუ ისე, დღეს აზრი შემეცვალა რაღაც-რაღაცეებზე. აქ თურმე ლამაზი სამყაროც ყოფილა. სამყარო რა?! პატარა ფანჯრებია შეღებული, შეგიძლია შეიჭყიტო და საოცრებები აღმოაჩინო. სრულიად მოულოდნელად! მთავარია, სწორ სარკმელს მიადგე, რომ მის მიღმა ნანახმა თუ გაგონილმა ნახევარსაათიან კომაში არ ჩაგაგდოს. ერთი თვის წინ ახლოსაც არ ვეკარებოდი ამ დარაბებს - დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ მიღმა გაზაფხული არ დამხვდებოდა და იმიტომ! გამონაკლისად ერთადერთი მათგანი მეგულებოდა - იქ გაზაფხულიც არის, ზაფხულიც, შემოდგომაც, ზამთარიც და... გაზაფხულიც! იქ ყოველთვის მიმესვლებოდა! იქ ყოველთვის მიმესვლება!
დღეს უცხო ფანჯარა შევაღე (თუ ძალაუნებურად შემეღო?!). მზაინი! ბოლომდე არ გავრუჯულვარ ჯერ, მაგრამ მაგის დროც მოვა!..
რა დროულად შემახსენეს მზიანი ქვეყნიდან მეფე სოლომონის სიტყვები – ესეც წარმავალიაო!
ჰოდა, ასეა...
3 comments:
Good blog.
portugal
ბლოგის კალენდარი ჭედავს როგორც ჩანს, 17 თებერვლით არის პოსტი დათარიღებული... ჩემს ქალაქში კი 18 თებერვლის ღამის ოთხი საათია და ყველაფერი რიგზეა
როგორ მიხარია, რომ მზე შემოვიდა შენთან :) ესე იგი, სწორ გზას ვადგავარ :)
Post a Comment