Monday, February 23, 2009
ტრიაააალეეებს, ბრუუუუნავს... ტრიიალებს, ბრუუუნავს...
ცნობილი სიმღერის ეს ორი სიტყვა მთელი დღეა, უპატრონო ძაღლივით ამეკიდა და ვეღარაფრით ვიშორებ. არ ვიცი, საიდან ავიკვიატე. რომ დავფიქრდე, მივხვდები ალბათ, იმიტომ, რომ ყველაფერს თავის ახსნა აქვს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა ნამდვილად არ მინდა ზიგმუნდისეული ახსნის მოსმენა. ცხადია, რატომაც - რა დროს სექსია, როცა ... იყო, დრო, მსგავს რითმას ვიგონებდით სიტყვაზე “ლექსია”... ჰოდა, ამ შემთხვევაშიც წავა, რა! ასეა თუ ისე, ვერ იყო ზიგი მთლად დალაგებულიო, ამბობენ. მართალია ალბათ...
ბავშვობას მაგონებს ეს სიმღერა და სითბოდ მეღვენთება გულის არეში.
...იმიტომ, რომ პატარაობისას გგონია, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა არ არსებობს (მითუმეტეს, რომ აზრზე არ ხარ, რა არის, საერთოდ, დედამიწის მიზიდულობის ძალა) და ყველაფერი მხოლოდ შენს გარშემო ტრიალეებს, ბრუუუნავს...
ეს ხდება, მაგალითად, მაშინ, როცა გრავიტაცია ფეხებზე გკიდია და ვერ ხვდები, რატომ ეცემა კარაქიანი პური ხალიჩაზე (თანაც კარაქიანი მხარით ქვევით), უბრალოდ ყოველ ჯერზე დედას აგინებ მერფის და მის იდიოტურ კანონებს (ცხადია, იგულისხმება ედი მერფი, იმიტომ რომ ჯერ ერთი, რასისტი ხარ და მეორეც, სხვა მერფის შესახებ არც გსმენია); ეჭვი არ გეპარება, რომ სინამდვილეში ნიუტონს ვაშლი მეზობელმა ესროლა და მხოლოდ იმიტომ გაარტყა კეფაში, რომ მოტომსროლელთა დივიზიონის ოფიცერი იყო; ამავე დროს გჯერა, რომ ბელი ტელეფონის გამოგონებასთან არაფერ კავშირში არაა, ის კოსმოსში გაშვებული ერთ-ერთი პირველი ძაღლის საპასპორტო (პასპორტი ექნებოდა, აბა ისე ვინ გააფრენდა?) სახელი იყო და კომუნისტების წყალობით მსოფლიო მხოლოდ მოფერებით-კნინობითი მეტსახელით იცნობს! არც ბეთხოვენის ვინაობაა თქვენთვის უცხო – ისიც კარგი ძაღლი იყო, ფუმფულა...
მე კი, რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობისდროინდელი ოცნებებიდან მხოლოდ ის ამიხდა, რომ დიდი (!) გავიზარდე – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით (ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, იხილოთ განსხვავება სიტყვებს ”დიდსა” და ”დიადს” შორის. დიადობამდე ორიოდ სიცოცხლეღა მაკლია ჯერ და იმიტომ).
6 comments:
პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აქ შემთხვევით აღმოვჩნდი და დიზაინი მომეწონა ნამეტნავად :D
მეორე რიგში, ნაწერიც მომეწონა :P
მესამე რიგში, რა თქმა უნდა, ტრიალებს და ბრუუნავს :D
პირველ რიგში, კეთილი იყოს თქვენი შემთხვევითი ფეხი ამ ბლოგზე და დიზაინი მეც ფრიად! :)
მეორე რიგში, მიიღეთ ჩემი უმორჩილესი მადლობა და მესამე რიგში... ოო, მაგრად ტრიალებს, მაგრად, განსაკუთრებით ბოლო ჭიქის მერე! :)
დოლოი პივნოი ალკოგოლიზმ! ვოტ! :D :D
პესიმისტი? არა, ამას ვერც ვიფიქრებდი შენზე. პირიქით, ისე წერ, თითქოს ქარვის მარცვლებს მიჰყვები, მიჰყვები... და თაფლივით აგემოვნებ... :D ეს, არ ვიცი, საიდან მომაფიქრდა, სულ მინდოდა ქარვის მძივები გადამეყლაპა :ლოლ: მგონია, რომ თაფლის გემო აქვს... მოკლედ ეს გადახვევა იყო ;) ისევ ჰოლდენი უნდა გავიხსენო (საოცარია, რამდენჯერაც შენს ბლოგზე აღმოვჩნდები, მაშინვე ჰოლდენი მახსენდება), რას ერჩით ადამიანს, როცა საინტერესო რაღაცის თქმა უნდაო... ჰოდა, რა მოხდა, თუ მეც გადავუხვიე :P
მადლობა, ლიკა! :)
სოფი, ძალიან მიხარია, რომ ჰოლდენი გახსენდება... ჩემი ჰოლდენი... შენიც... ბოლოს ზუუსტად მან ამატირა... მას მერე?! მას მერე ვეღარავინ! :)მცდელობები უხვად იყო! შედეგი = 0 :):):)
რა ვიცი, ქარვის მარცვლებს მივყვები კი?? ყოველთვის მეგონა, რომ ხახვის ფურცლები იყო! :D :D :D
ბავშვობაში მეც ბევრ რამეზე ვოცნებობდი, ნუ იმ ბავშვობაში არა 20 წლის უკვე ბებერი რომ მეგონა, აი ცოოოოტა მერე. მინდოდა უზარმაზარი გამომცემლობა, უამრავი ჟურნალისტით, ირგვლივ სულ სტატიები იქნებოდა და რაც მთავარია სტატიები ხელოვნებაზე იქნებოდა, მუსიკაზე, მხატვრობაზე, ფოტოგრაფიაზე, მოდელირებაზე, მოკლედ სულ ამერიკული ფილმების ბრალია რა :))))) და კიდევ არ ვიცი საიდან მოვათრიე მაგრამ მეგონა, რომ გავიზრდებოდი თეთრი აღარ ვიქნებოდა ავტომატურად გავშავგვრემანდებოდი :))))) ნუ "ზაგარი" ჩემი ტკივილია...
მიყვარს ბავშვობის და ბავშვების ოცნებები :)
Post a Comment