Wednesday, April 1, 2009
ზემეცნიერული ნაშრომი
როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, ეს პოსტი ზემეცნიერული ნაშრომია და შესაბამისად, უსაქმურების ადგილი აქ არ არის (მარტო ამ ბოლო სიტყვებისთვის კი უნდა მომანიჭონ ოსკარი, რა ვიცი?!.). დღევანდელი თემა უაღრესად სერიოზული და ზოგადსაკაცობრიოა - ეჭვიანობა, მისი რაობა და კატეგორიები.
მაშ ასე, დავიწყოთ. რა არის ეჭვიანობა, როგორც ასეთი?! ამ თემით დაინტერესებულმა ცხადია, მრავალჭირგადანახულ, საიბერ გუგული დეიდას მივაკითხე - მითხარი, ერთი, შენი მონაცემთა ბაზის ჭირიმე, რა ინფორმაცია გაქვს შენახული უშრეტ გონებაში-თქო. გუგულიმ ერთი კი დააპირა თავში ხელის გაქანება და ყოფილი მეუღლის, იაჰუიეს (რუსულად ნუ გადათარგმნით, არ დამღუპოთ, წახდა მთელი თემა და ეგაა!) საყვარლების ნუსხის გაშანშალება, მარა, აპ-აპ-აპ-აპ, ეგეთები არ გვინდა, მეცნიერული ნაშრომისთვის მომიძებნე მასალა-თქო, შევაშველე.
რა არის ეჭვიანობა? ეჭვიანობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური (ავადმყოფური) მდგომარეობა, რომლის დროსაც არც ჭამა გინდა, არც სმა; არც დაძინება, არც გაღვიძება; არც წასვლა, არც მოსვლა; არც შესვლა, არც გასვლა, არც გაფრენა, არც მოფრენა. ანუ, ეჭვიანობა გაქარაქუცებული ჭრელო პეპელა ყოფილა (ნობელის პრემია მეკუთვნის, მარა ვინაა პატრონი!).
1. ოტელოფობია - თუ ფიქრობთ, რომ ამ კატეგორიას რამე საერთო აქვს შავტუხა ოტელოსთან, ძლიერ ცდებით, რამეთუ მიმაჩნია, რომ ვინმე შექსპირის მოშველიება ამ ნაშრომის წერის დროს არ მჭირდება, თანაც ეგ კაცი (ოტელო, ანუ) შიზიოდი იყო და ეგო ნადო ბილო ლეჩიტ ელექტრიჩესტვომ! ვოტ!. ოტელოფობია არის ეჭვიანობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ადამიანს მოუსვენრობა ეწყება ყოველ ჯერზე, როდესაც მისი პარტნიორი მივლინების დროს ოტელში ათევს ღამეს (სასტუმრო, პანსიონი, აგარაკი და უბნის ბოზი ჟუჟუნას ბინა საერთოდ არ აღელვებს). ამ დაავადების ნიშნები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება, თუ ზემოხსენებული ადამიანის პარტნიორი ისეთი ქვეყნის სასტუმროში გაჩერდება, სადაც ეს სიტყვა გამოითქმის როგორც ჰოტელ! სასტუმროში მივდივაროოოო... თურმე სად დაეთრევააააა, მაგის კუბო დავიდგი აგერ იმ ტუმბუჩკასთანო, - როგორც მიხვდით, ეს სიტყვები ამ ტიპის ეჭვიანობის პირდაპირი გამოვლინებაა.
3. გერონტოფობია - ეჭვიანობის ამ ტიპს არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს მოხუცებისადმი ზიზღთან (შემომაკვდებიან ეს უსწავლელი ფსიქოლოგები, რა!). გერონტოფობია არის ეჭვიანობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ადამიანი თავის პარტნიორს ყოველგვარ ურთიერთობას უკრძალავს მეზობელ გერონტისთან, რამეთუ ღამეები არ სძინავს იმაზე ფიქრით, რომ ზემოაღნიშნული პარტნიორი ასევე ზემოაღნიშნულ გერონტისთან ადრე თუ გვიან აუცილებლად უღალატებს. მერე რა, რომ თავად გერონტის არც მუხლი ერჩის და აღარც... აჰმ, აჰმ... მარჯვენა.
დაბოლოს, თუ თქვენმა პარტნიორმა ერთ მშვენიერ დღეს დაგირეკათ და გკითხათ - სად ხარ, საყვარელო, ისევ იმ ბრუციანი გერონტის ოტელში ხომ არ გაიარეო, შეგიძლიათ, თამამად შეატყობინოთ პოლიციას, რომ სახლში მწვავე ეჭვიანობით შეპყრობილი პაციენტი გყავთ, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
9 comments:
სულს ვეღარ ვითქვამ.
ეს გადატრიალებაა ფსიქოლოგიაში, ამიტომ მე გამოვდივარ ინიციატივით რათა შენ წარდგენილ იქნე ნობელის პრემიაზე, რამეთუ ფსიქოლოგიის დარგში შენებრ დიადი სპეციალისტი არ არსებობს.
დღეიდან ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და პერმანენტული აქციების გამართვას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან, ამას გარდა მჯდომარე აქცია მოეწყობა განათლების სამინისტროსთან.
საპროტესტო აქცია რატომ უნდა გაიმართოს ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამეს მოიფიქრებს კაცი.
წარმატებებს გისურვებ ქ-ნ ლიკა და მე მჯერავსსსსსს თქვენი
ტაში მეგობრებო
ლიკა, გამაშტერე! :P You rock and roll :D
Cemo mSveniero ledi... gwers Seni faruli Tayvanismcemeli da pirvel rigSi mainteresebs sad xar? v smisle, sad geZebo da sad Cagikocno fexis gulebi?... Seni Wirime Seni, Zlivs ar davisvi diagnozi.?! meore: minda giTxra rom ar myavs arcerTi mezobeli saxelad geronti. imitom, rom rogorc ki egeTi gamoereva Cems mezobelTa siaSi egreve vicvli sacxovrebel adgils. maT kargi araferi moaqvT da imitom!!!! Cven uTuod vipoviT erTmaneTs da SevuRldebiT, magram otelSi gatarebuli pirveli Rame ar gamagono!!! ver vitan sastumroebs. bunebis wiaRi mirCevnia. Imedia aravis ar eqneba Cveni bednierebis sawinaaRmdego ram, Torem misi garegnoba sastikad galamadeba!!!! mokled geli Cemo angelozo...
vaimeee... miSveleeT.... vin xarT? ra gindaT Cemgan? sad mimaTrevT? Gerontim gamoggzavnaT ara?... ux sadac daviWer saxes gavulamazeb mag sastumroebis moyvarul virTxas magas!!! policia xarT? da romelia TqvenSi geronti? Ux Tqveni xeli gamiSviT!!! uuuuxxxx....
i tiSina!...
ისა, ლიკ, ასეთი რამეების წერა რაფრა შეიძლება, ვერ ხედავ ხალხი გადარევასაა?
(თითისზემოთაშვერისხარხალაკი)
ვუერთდები ბატონი ჯოს მოთხოვნას ნობელის პრემიაზე წარდგენასთან დაკავშირებით, ასევე აქციასაც დაუჯდომელსაც და დამჯდარსაც :დ
ნუ რა თქმა უნდა ტაშსაც, ხოხვით სიცილსაც
:?:?:?:?
აუ ამდენ ვუერთდებიში მე რის დაწერას ვაპირებდი დამავიწყდა :დ:დ:დ:დ
ნატში მივიღოოოთ, გამახსენდაააააააააააააააააააააააააა
ქ-ნ ლიკა
და სიზმარში ეჭვიანობასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ? (დაჟინებული მზერის სმაილი მოუხდებოდა, მაგრამ სადააა?)
ნატში კი არა ნათსი,
ეს ისე მაინც, რავი
(angel)
პირველ აპრილს დაემთხვა,თუ სპეციალურად ინახავდი მკითხველის ხასიათზე მოსაყვანად?!
ერთი კია ამ საკითხით არასდროს დავინტერესებულვარ და ახლა უცებ ამხელა იმფორმაცია მივიღე. დასანანია ნობელის და მით უმეტეს ოსკარის პრემიას რომ არ იძლევიან ასეთ ნაშრომებში,თორემ კონკურენტი არც გეყოლებოდა.
მივესალმები JoKeyს ინიციატივას და ხელს ვაწერ ყველა მოთხოვნას,რასაც წამოაყენებს.
სიცილი ნაოჭებს აჩენსო და მგონი მომემატა ამ საღამოს...
გაიხარე :D
დიდი მადლობა, ხალხო. მიხარია თუ გაგეღიმათ მაინც. :) ლალენა, საყვარელო, აუცილებლად გიბოძებ დიაგნოზს, ცოტა ხანი უნდა მაცადო ოღონდ! :))))))
Post a Comment