Thursday, April 23, 2009
ისევ ველოდები. გასულები არიან. იქით ზედმეტად სახიფათოაო, მითხრეს და მანქანასთან დამტოვეს... სოფლის თავზე გადმოკიდებულ სასაფლაოსთან ბალახზე ჩამოვჯექი და მეფიქრება დაუსრულებლად... მიწა ნამიანია. ნელ-ნელა სინესტეს ვგრძნობ ფრიად პიკანტურ ადგილას, მაგრამ მაინც არ ვდგები. სადღაც მამალმა დაიყივლა, მერე ძროხამ აუბა მხარი და გადაძახილში ადგილობრივი ავტორიტეტივით ორღობეში მოხეტიალე ძაღლიც ჩაერთო.
მერე ყველა და ყველაფერი მიყუჩდა. ქარის გარდა. ქარი ისევ მიწივის ყურში, რაღაცას მიმტკიცებს, მაგრამ მისი არ მესმის. მცივა. ერთი მხრივ, ქარის გამო, მეორეც, სასაფლაოზე ყოველთვის მამცივნებს რაღაცნაირად - შიგნიდან. სხვანაირი სიჩუმე იცის აქ და იმიტომ ალბათ...
იმ სახლს ბუხარიც ექნებოდა, ისიც პატარა და კოხტა, წინ ჩამწკრივებული ორი, მუქი კაკაოსფერი სავარძლით (მეორე სავარძელი - ყოველი შემთხვევისთვის). სოფლის ხმაურის მოსმენით გადაღლილი და საღამოს სუსხით მობუზული შებინდებულზე ოთახში რომ შემოვიდოდი, ბუხარი რაღაც საოცრებით უკვე ანთებული დამხვდებოდა. არ მკითხოთ, თუ არავინ არის სახლში შენს გარდა, ცეცხლს ვინღა დაანთებდაო. ოცნება მაცადეთ, პრაგმატისტო საპიენსებო!..
ჰოდა, წიგნის კითხვას შუაღამისას დავასრულებდი და მეორე სართულზე ავიდოდი, სადაც გაშლილ-დათბილული საწოლი დამხვდებოდა. ჩავწვებოდი და დავიძინებდი, ისე, როგორც ქალაქში ვერასდროს მოახერხებს ადამიანი.
ასე გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს... სამ დღეს და მერე მომბეზრდებოდა. რატომ ბეზრდებათ ადამიანებს ახდენილი ოცნება, ნეტავ?! იქნებ იმიტომ, რომ მეორე სავარძელი ნატვრაშიც კი, ცარიელი ხვდებათ?! ისევ...
9 comments:
ეჰ ლიკა, ლამაზია, როგორც ყოველთვის, რაც დაწერე...
ეგრე მეც ოდესმე მინდა ქალაქიდან წავიდე სამუდამოდ. სადმე სოფელში, სიმყუდროვეში, სითბოში, ადამიანებში.
ხმამაღლა ოცნება დაგიწყია ლიკა...
რატომ ბეზრდებათ ადამიანებს ახდენილი ოცნება? ეს ლოდინივითაა,როცა ელოდები,ელოდები და ლოდინით რომ იღლები,სწორედ მაშინ მოდის და გიხარია,მაგრამ მხოლოდ იმ სიხარულით,როგორითაც წარმოგედგინა რომ გაგიხარდებოდა, ასე რომ არ დაეღალე ლოდინს...
სასწაულებზე ოცნებობ? ხდება ხოლმე.სასწაულებიც ხდება.ამიტომაცაა ცხოვრება საინტერესო და ხანდახან სასიამოვნოც...
ჰოდა იქნებ მეორე სკამიც შეავსოს ვინმემ.......
ოცნებების ასრულებას გისურვებ...
დიმ, მიხარია, რომ კითხულობ, რასაც ვწერ, კვადრატში მიხარია, თუ მოგწონს და კუბში გამიხარდება, თუ ოდესმე ერთუბლივ ლანჩს ვიღირსებთ! :))))) (თვითონ მოვიხიბლე ჩემი მათემატიკური კომენტარით! :))))
ბეტი, ჩვეულებისამებრ, უსაყვარლესი კომენტები გაქვს! :)))) ყოველთვის გელოდები ხოლმე :)
მე კიდევ სულ მაინტერესებდა, რატომ ხდება ეს კონკრეტული ოცნება და არა ის? ვინ ირჩევს რიგითობას? ან რატო ახდება ხოლმე ასე და არა ისე როგორც ჩავიფიქრე...
anyway მაინც სასიამოვნოა როცა ოცნება აგვიხდება და ამ სიამოვნებას შევიგრძნობთ თუ არა, კმაყოფილების შეგრძნებით წამის მეასედებში ახალი ოცნება იბადება...
c'est la vie :)
მთავარია ისეთი ოცნებები არ გქონდეს,რომელთა ახდენისაც შეგეშინდება:)და მეორე სკამი არ შეავსოს ვინმემ ან ნებისმიერმა....ეგ ადგილი განსაკუთრებულია და კარგ ადამიანს ელოდებააააააა:)
ან უკვე ძალიან გვიანია და რაღაცები მეჩვენება, ან ცუდადაა ჩემი საქმე(?)... იმიტომ, რომ იმ მეორე სავარძელში ვიღაც შევამჩნიე :) მე აღარ მომბეზრდება ეგ ოცნება, ვიცი :) :სოფისღამეულიფილოსოფია:
მადლობა, ლიკა!!!
მმ..
კი არ ეწერა ფილმს ვუყურებდი მეგონა უხმოს,მაინც რომ აღიქვამ ხმებს.
მინდა.... :) ეგ ყველაფერი მინუს ლიმონი, რომელიც ჩაიში ეგდო და + ადამიანი, რომელიც იმ მეორე სავარძელში იჯდება (როცა მომინდება) :)
madisaRmzvreli ocnebaa...mec minda xolme egeTi idilia,romelic zustad vici male momwyindeba da SeiZleba imito,ro aivanse is meore skami carieli iqneba....
orond me bagshi yvavilebsac davrgavdi,uxdeba sofels da ocnebebsac...:)
Post a Comment