Sunday, April 12, 2009
სანამ ჩემი დღევანდელი თემის განხილვაზე გადავალ, ვეცდები, ორიოდ სიტყვით ავხსნა სათაურის მნიშვნელობა და მოგახსენოთ მიზეზი მისი არჩევისა. საქმე ის გახლავთ, რომ გაქიაქებული და საქვეყნოდ ცნობილი ფრაზა დავითასა და მისი მრავალჭირგადანახული თავის შესახებ ოდითგანვე არსებობდა, ოღონდ ოდნავ სახეცვლილი ფორმით.
როგორც ლინგვისტიკის მაგისტრი (აჰმ, აჰმ!), ვალდებულად მივიჩნევ თავს, გაგაცნოთ მისი ეტიმოლოგია, ანუ წარმომავლობა - მაშ ასე, ჯერ კიდევ მაშინ, ოდეს ბნელი იყო ხალხი და ქალები მართავდნენ ყოველს (ანუ, მატრიარქატის ეპოქაში), ზემოხსენებული გამოთქმა შემდეგნაირად ჟღერდა: `რაც მოგივა ავითაო, ყველა შენი თავითაო~. თავდაუხრელი შრომის შედეგად დავადგინე, რომ იმ (ბევრისთვის!) სანატრელ პერიოდში ავითა ქალის სახელი გახლდათ.
მერე აირია სიტუაცია, მამრობითი სქესის არსებებმა დემონსტრაციები მოაწყვეს, დედოფალ ავით მეოთხე დაღმაშენებელს ხან კიტრები ესროლეს, ხან სტაფილოები (ბარბაროსები!), “წადი, წადიო” უძახეს და სეფე-ქალებიანად ჯერ ფეხთსაყუდლისკენ გაისტუმრეს, მერე დააწინაურეს და სამზარეულოში გაამწესეს.
ქალებმა რამდენიმე საპასუხო დემონსტრაცია მოაწყვეს, იყვირეს, ჩვენ რომ არა, ამოგხდებოდათ სული ედემის ბაღში, თქვე უდღეურებოო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მერე ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, ჭკუას მოუხმეს და ფარული ფრონტის მებრძოლების პოზიცია შეიფერეს. შეიფერეს და როგორ შეიფერეს! მრავალი საუკუნის განმავლობაში კაცებს სრული ილუზია ასულდგმულებდათ, რომ მსოფლიოს ნეკა თითზე ატრიალებდნენ, სინამდვილეში კი... სინამდვილეში, ერბო რო ქონი ეგონათ, მთლად ეგრე არ იყო საქმე.
მაგათზე ნაკლებები რით ვართო, გაბრაზდა ერთი კაც-ობრიობაზე; ვითომ რატომ უნდა დაეთმო იმ მათხოვარ დავითას ადგილი ავტობუსში, ისეთ პახმელიაზე იყო, თვითონ ძლივს იდგა ფეხზეო, შეშფოთდა მეორე; მესამე კი უსიტყვოდ შეძრწუნდა და მხოლოდ თავი გააქნია ნწუ-ნწუ-ს ძახილით. მაგათ ვუჩვენოთ სეირიო, ყიჟინა დასცა მეოთხემ და მანდ დაგვერხა მეორედ.
მერე მეოთხედ, მეხუთედ და მეექვსედაც წავიდა ჩვენი საქმე ცუდად. მერე თვლა აგვერია. ჰოდა, გაბოროტებულმა ავითებმა დაიწყეს წუწუნი, კაცები სადღა არიანო? გადაგჯეგავენო და კარში თვითონ შევლენ პირველებიო. პაემანის შემდეგ სახლამდე მიცილებას ვინ ჩივის, მეტრომდე მაინც მივეცილებინეო... ჰოდა, ისაო და კიდევ... ესაო. იცით, რას გეტყვით, ავითებო ყველა ქვეყნისა? შეერთდით და... აი, ამ ჩემს სათაურს შეხედეთ.
12 comments:
ბრავო ლიკა!
შესანიშნავი რამ იყო, ფრიად მომეწონა!
ხოოოომდა, იმის თქმა მინდოდა ავითებო ხელის გულზე ჯობია, კი ჯობია ნამდვილად, მე მოვკვდე ჯობია :დ:დ:დ:დ
ლიკ მაგარი იყო + უსასრულობა შენ :*
აბსუს რომ კოლინმა ქართული არ იცის და ამას ვერ წაიკითხავს :DDD
:)))
ძალიან კარგად წერ :)
და ასევე წარმატებით – მაღიმებ :)
სიმონა დე ბუვუარი შენით ამაყობს, ამ პოსტი მნახველს სამოთხეში დიდი წვეულება აქვს თურმე, ხმები დადის.
ისე, ქალის გაკეთებული ჯერ არაფერი მინახავს ნორმალური. ინტელექტუალურ იმეებს მხოლოდ კაცები იმასშვებიან :D:D
P.S. მთელი დღე მწყაზარი ვიყავი და გულიანად ვიცინე ახლა.
სიმონა არ იყო ხელწამოსაკრავი ქალი, გენცვა. მერე აურიეს ზოგიერთებმა, თვარა მაგი რისთვისაც იბრძოდა... ქე იბრძოდა და იბრძოდა! :))))
ეჰ, გრიშ ვის კარგავს კოლინი, რომ იცოდეს, რა უშავდა... თუ მე რა მიშავდა, რა ვიცი, რა ვიცი! :D :D :D:D: D
აწ მოდაში მყოფი თენქიუები მითქვამს ყოველისთვის! :)
ინტელექტუალურ იმეებთან დაკავშირებით ფრთხილად შეუხვიე მოსახვევებში, ჯოზეფ ბატონო! გამომტყუებ კაკ მინიმუმ ორდღიან მონოლოგს! ფხიზელს თუ წაგასწარი ოდესმე სადმე, ცხადია! :)))))))
magaria
liku magari iyo zaliaaaaaan
ეგ ყველაფერი კარგი და მთლად ზეგენიალური, მაგრამ არის ერთი რამ, ჩემო ჩემგან ფრიად მონატრებულო ლინგვისტიკის ზემაგისტრო და ჩემი კოპირაიტების ("ზე"-ს ვგულისხმობ) არადმაგდევ. აბა შენ თვითონ მიხვდი, რა.
საკუთარი კარგებისაგან განსხვავებით, შენზე მუდამ კარგის მთქმელი დოტ.ჯი (ან გე)
ჰეიი... გიოოო... გამიხარდა შენი სტუმრობა (თუნდაც ბლოგზე). დაკარგულო!!!
ვერა, გიო, ვერ მივხვდი :(
ქალის გაკეთებული არაფერი მინახავს ნორმალურიო?მხოლოდ ამიტომ თქვით გუფთაზე უარი ბატონო ჯოზეფ?:)ლიკ შენ კი ხანდახან მგონია ჩემი უსიტყვოდ გესმის...არა,მგონია კი არა ეგრეა,საოცრად კარგად ცერ და ამის მტკიცება არ მომბეზრდება ჩემიანო:)
Post a Comment