ურა-პატრიოტიზმი ანუ დამა"იმედ"ებელი ბრძოლა გადარჩენისთვის

Sunday, March 14, 2010

არცთუ მრავალი წლის წინ საკმაოდ დიდი სჯა-ბაასი მიდიოდა იმის შესახებ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების იდეა ტერორისტებმა ჰოლივუდური ფილმებიდან აიღეს. ანუ ბევრ ჩვენგანს უნახავს ფილმები თვითმფრინავების გატაცებასა და მრავალსართულიან შენობებზე შეჯახებით აფეთქებაზე.... 

"იმედის" გუშინდელ გამოხდომასა და ზემოთთქმულთან პარალელების გავლებას თქვენ მოგანდობთ!!!

ვიცი, ბატონებო, რომ ინტერვენციის საფრთხე მართლაც არსებობს... ვიცი, რომ ქვეყანაში რთული სიტუაციაა... ვიცი, რომ არც პოზიცია მივარგა და არც ოპოზიცია... ვიცი, რომ ცუდადაა საქმე, მაგრამ... რატომ არავინ მეკითხება მე, რიგით თბილისელს, მინდა თუ არა ოჯახის წევრების ვალერიანის წვეთებით მობრუნება ცრუ განგაშზე?!. უნდათ თუ არა სამჯერ ლტოლვილ ადამიანებს მეოთხედ განცდა იმისა, რაც ჯერ (!!!!!) არ მომხდარა... 

რატომ??? 

მჯერა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს პოლიტიკოსები უნდა ეძებდნენ, იმიტომ, რომ მესაათე, ოტორინოლარინგოლოგი ან მენაგვე ამ ავადსახსენებელ ჩიხში ვერ შეგიყვანს და, შესაბამისად, არც გამოსავალს უნდა სთხოვდე. ომი არის ვიღაც-ვიღაცეების არასწორი გადაწყვეტილებების და არასწორი ნაბიჯების შედეგი და კეთილი ინებონ, ეძებონ გამოსავლები არა უდანაშაულოთა დაშინებით, არამედ ნაცრისფერი ნივთიერების შეფერთხვით, ცხადია, თუ მსგავსი უჯრედები მოეპოვებათ (რის არარსებობაშიც დღითიდღე ვრწმუნდები)... 

ბატონი არველაძე რომ ჭკუას მარიგებს, რუსებისგან თავი უნდა დავიცვათო, რომელიმე თქვენგანმა დაინახა იმ დაწყევლილ სიუჟეტში ჩიხიდან გამოსავლის ჟურნალისტური ვერსია??? მე ვერ ვნახე და იქნებ თვალთ ან გონთ მაკლია??? 

"უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი, მაგრამ იმედია, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის, რაც იმ გადაცემაში იყო, არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად, პათეტიკის გარეშე, სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ~ - ეს გიორგი არველაძის სიტყვებია... 

გამოართვით ამ კაცს იარაღი. ვინმემ, რა.. არ მინდა, ასეთი ბრძოლა... არ მინ-და! დალოცვლილო, შენ თუ მანამ მომიღებ ბოლოს, სანამ რუსი მესვრის, წადი, ტოლი ნახე, რა!!

პატრიოტიზმიო??? თეოდორ რუზველტი ამბობდა, ქვეყნისთვის სიკვდილი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მისთვის სიცოცხლეაო.... ჰოდა, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლეს თუ მაცდით, მადლობელი დაგრჩებით, ბატონებო! 

მე პაციფისტი ვარ!

5 comments:

JoKey said...

რა გემრიელი და გულწრფელი პოსტია. პაციფისტი ვარ მაგრამ რა. ამ ქვეყანაში ყველაფერი მოღუნული და წვეტიანია, მათ შორის ჟურნალისტიკაც.

DelphiKnight said...

ლიკა, მიხარია, რომ იშვიათად მაგრამ მაინც გვანიჭებ სიამოვნებას შენი პოსტებით.
თუმცა თემა არაა მხიარული.
ჩემი აზრი ასეთია:

ეს იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ შემოდგებული სიუჟეტი (რა მანქანებით, ნუ მკითხავთ, არ ვიცი). და შესანიშნავად დაინახეს დღეის ქართული საზოგადოების შინაგანი განცდა.

და ესაა შიში!

აი ეს მაშფოთებს მე. ხვალ რომ ინტერვენცია დაიწყოს, მავანნი პურ-მარილით დახვდებიან მონღოლთ ურდოს, ხოლო უმრავლესობა მორჩილად თავს ჩაღუნავს, უღელს დაიდგამს და შვებით ამოისუნთქებს — როგორც იქნა მშვიდობა დადგაო.

:(

Lika Kakiashvili said...

საღოლ რუსებს, პრო-სამთავრობო არხზე ასეთი სიუჟეტის გაშვება თუ შეუძლიათ!

Grigol said...

პაციფისტებზე ერთხელ დავწერე, გემახსოვრება ალბათ...

მაგრამ შოუ გამოვიდა, იმის და მიუხედავად რომ საშინელება იყო, მიზანს ვერ მიაღწიათქო ვერ ვიტყვი.

Lika Kakiashvili said...

გრიშ, გააჩნია, რას გულისხმობ "გამოვიდა"-ში... შეიძლება, მან გაამართლა შიდაპოლიტიკურ თამაშებში, მაგრამ საერთაშორისო ამბავში არც ისე დარწმუნებული ვარ... პირწიგნაკში ქე მაქვს დადებული სტატიები, ამ იდიოტურ "შოუს" რომ მოყვა და გადაავლე თვალი, თუ გინდა!